საპენსიო სესხებზე „მოქალაქეები“ პარლამენტში საგანგებო მოსმენის დანიშვნას ითხოვენ

პუბლიკა

პარტია „მოქალაქეები” საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს მიმართავს, გაიმართოს საგანგებო მოსმენა პენსიების სესხებთან დაკავშირებით.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ პასუხისმგებელი პირები და ბანკის წარმომადგენლები უნდა მივიდნენ პარლამენტში იმის ასახსნელად, თუ რატომ არის პენსიის სესხებზე ასეთი მაღალპროცენტიანი საპროცენტო განაკვეთი.

„წარმოუდგენლად მაღალ პროცენტს ახდევინებს „ლიბერთი ბანკი“ ისედაც მწირი შემოსავლების მქონე პენსიონერებს საპენსიო სესხის აღებისას. ამ საკითხის ირგვლივ ბევრი შეკითხვა არსებობს. მაგალითად, რა არგუმენტებით უგრძელდება ხელშეკრულება „ლიბერთი ბანკს“ ვადის ამოწურვის შემდეგ, რატომ მოქმედებს საპენსიო სესხის აღებისას 30%-ზე მეტი განაკვეთი და ა.შ. ამიტომაც პარლამენტში ვითხოვთ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის მოწვევას, სადაც ჩაერთვებიან ეროვნული ბანკის, ლიბერთი ბანკისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, რათა ამ თემის ირგვლივ არსებულ ყველა შეკითხვაზე მივიღოთ პასუხი“, – განაცხადა მან ბრიფინგზე.