„საქართველოს რკინიგზის" გენერალურ დირექტორად ლაშა აბაშიძე დაინიშნა

პუბლიკა

ლაშა აბაშიძე 2006-2009 წლებში „საქართველოს რკინიგზაში“ სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა –  მათ შორის იყო შესყიდვების სააგენტოს უფროსი, სატვირთო გადაზიდვების დირექტორის მოადგილე და ოპერაციათა მართვის ხელმძღვანელი.

2015-2017 წლებში აბაშიძე თბილისის ვიცე-მერი იყო, 2014-2015 წლებში – ვაკის გამგებელი, ხოლო 2013-2014 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

ლაშა აბაშიძემ „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დავით ფერაძე შეცვალა, რომელიც აღნიშნულ პოსტს 2017 წლიდან იკავებდა.