სასიამოვნოა, რომ ბოლო მონაცემებით პირბადის ტარების 76%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირებულა - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი გაზრდილია და 76% შეადგენს.

„სასიამოვნოა რომ 76% დაფიქსირდა ბოლო მონაცემებით პირბადის ტარების მაჩვენებელი ქვეყანაში, რაც რა თქმა უნდა, იდეალური არ არის, იდეალური 95%-ია, მაგრამ ბევრად მეტია რაც აპრილის დასაწყისში, ჩამოსული ვიყავით თითქის 50%-ზე, იანვრის დასაწყისში გვქონდა 75%, გარკვეული შიში იყო დეკემბრის შემდეგ, ახლა ისევ აიწია და კარგია, რომ ადამიანები მეტად იყენებენ პირბადეს სითბოს მიუხედავად, რადგან პირბადე დაცვის საშუალებაა.

იმიტომ არ არის საუბარი ჯერ სხვა შეზღუდვების შემსუბუქებაზე, რადგან ჩვენ პიკში ვართ, დღეს გვქონდა დეკემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი ციფრი სიკვდილიანობის. მოგეხსენებათ, სიკვდილიანობა დაახლოებით 2 კვირით ჩამორჩება ახალი შემთხვევების ზრდის მაჩვენებელს ხოლმე. მოგეხსენებათ, მედიცინაში ყოველთვის თავს ვიკავებთ ექიმები პროგნოზზე, მაგრამ მაინც გარკვეული პარამეტრების მიხედვით ვფიქრობთ, რომ ვართ პიკში და თუ ყველაფერს ისე დავიცავთ, რომ ძალიან არ გავლაღდებით ალბათ ამ ორი კვირის ფარგლებში უნდა დაიწყოს უკუსვლა ინფექციამ“, – განაცხადა გამყრელიძემ.