სასიამოვნოდ მიკვირს, რომ ჟურნალისტები ჯერჯერობით არ დაინფიცირებულან - ცერცვაძე

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ის სასიამოვნოდ გაკვირვებულია იმით, რომ მედიის წარმომადგენლები ჯერჯერობით  არ დაინფიცირებულან. მისი თქმით, ჟურნალისტები სწორედ რისკჯგუფში შედიან, რადგან მუდმივად მოვლენათა ეპიცენტრში ყოფნა უწევთ. ამის შესახებ მან  გადაცემა „მოამბეში“ ისაუბრა.

„მე კლინიცისტი ვარ და იმდენად დაკავებული ვარ პაციენტების მკურნალობით, მართალი გითხრათ, ამ პრევენციულ და ემიდემიოლოგიურ დინამიკას ვერ ვადევნებ თვალს, მაგრამ ვფიქრობ,  ტესტირება უნდა გაფართოვდეს და მოიცვას ორგანიზაებული ჯგუფები. როგორც თქვით, პირველად ჯანდაცვის მუშაკები, შემდეგ ძალოვანი სტრუქტურები და ყველა, სადაც საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე გარდაუვალია ადამიანების თავშეყრა, მათ შორის, მედია.

მე ცოტა მიკვირს და თან მიხარია ჩვენთან ერთად ჯანდაცვის მუშაკებთან ერთად, ჩვენც რომ ამდენი ხანი გადავრჩით – გადარჩენა ჰქვია 20-მდე მედიცინის მუშაკია ინფიცირებული, სხვა ქვეყნებთან შედარებით ეს ზღვაში წვეთია. ამიტომ მე სასიამოვნოდ მიკვირს, რომ მედიის წარმომადგენლები, ჯერჯერობით მათ ღმერთი იფარავთ, არ ინფიცირდებიან. ისინი, რა თქმა უნდა, შედიან რისკის ჯგუფში, მუდმივად მოვლენების ეპიცენტრში არიან და უწევთ სოციალური დისტანციის დარღვევა რომ ელემენტარულად რესპონდენტთან მივიდნენ“, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.