სასწრაფო დახმარების ექიმები სახელმწიფოს მხრიდან 500-ლარიან დანამატს მიიღებენ - ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწრაფო დახმარების ექიმები 500-ლარიან დანამატს მიიღებენ.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ არაერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან არის მცდელობა, სამთავრობო გუნდი და ექიმები ერთმანეთს დაუპირისპირონ „ეს შეეხება ექიმების ანაზღაურებას, თუ მათ მიმართ მადლობის გადახდას“.

„მინდა, ვთხოვო ყველას, რომ დღესდღეობით არ არის იმის დრო, მოხდეს მსგავსი დაპირისპირებები. სახელმწიფოს მხრიდან დაცულია ექიმების ყველა ინტერესი. ჩვენ რამდენიმე თვეა, თითქმის წელიწადია, რაც ექიმებს ვაძლევთ დანამატებს, რაც გაწერილია და საკმაოდ მაღალია მთელი სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება. დამატებით, საბჭომ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სასწრაფო დახმრების ექიმებს, რომლებიც განსაკუთრებით რთულ პირობებში მუშაობენ, სახელმწიფოს მხრიდან მიეცემათ 500-ლარიანი დანამატი, იმის მიუხედავად, რომელ რეგიონში არიან დასაქმებულები“, – განაცხადა ტიკარაძემ.