სემეკმა სს „თელასი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო 50 ათასი ლარით დააჯარიმა

პუბლიკა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი“, სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ათასი ლარით დააჯარიმა.

„საქმე ეხება კომპანიის მიერ სემეკის გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობას. „კერძოდ, მომხმარებლის მომართვის საფუძველზე, სემეკმა სს „თელასს“ მოსთხოვა აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. თუმცა, კომპანიამ არ შეასრულა სემეკის მოთხოვნა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დარღვევის განმეორების შემთხვევაში სემეკი უფლებამოსილია იმსჯელოს კომპანიისთვის გაორმაგებული ჯარიმის დაკისრებაზე.

LB loan image desktop LB loan image mobile