სერიალ Stranger Things-ის ახალი სეზონის ტრეილერი გამოქვეყნდა

პუბლიკა

Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერიალის, Stranger Things-ის (უცნაური ამბების) მე-4 სეზონის კიდევ ერთი ტრეილერი გამოქვეყნდა.

Stranger Things-ის მე-4 სეზონის პირველი ტრეილერი 2020 წლის 14 თებერვალს გამოვიდა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტრეილერში ჩანს შერიფი ჯიმ ჰოპერი (დევიდ ჰარბორი) რომელიც თითქოს, სერიალის მე-3 სეზონის ფინალში, ლაბორატორიის აფეთქებისას დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ სერიალის მეოთხე სეზონის პრემიერა წინა წელს იყო დაგეგმილი, თუმცა პრემიერის თარიღი ნეტფლიქსმა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაწია.