შაბათს „წითელი ჯვრისგან“ 100 ათას დოზა სინოფარმს საჩუქრად მივიღებთ - ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანა „წითელი ჯვრისგან“ საჩუქრად 100 ათას დოზა სინოფარმს მიიღებს.

„გვაქვს სასიხარულო ამბავი იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ირჩევს სინოფარმს, მადლობა მინდა, გადავუხადო „წითელ ჯვარს“, რომლისგანაც ჩვენ 100 ათას დოზა სინოფარმს შაბათს მივიღებთ საჩუქრად, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ორშაბათიდან კვლავ განახლდეს სინოფარმზე, როგორც რეგისტრაცია, ასევე რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია. ჩვენ კვლავ ვრჩებით საკმაოდ ფართო ასორტიმენტით ვაქცინაციის მიწოდების კომპონენტში“, – განაცხადა მინისტრმა.