„შედეგი შთამბეჭდავია, ყველა კრიზისი დასრულებულია“ - ირაკლი ღარიბაშვილი

პუბლიკა

„ყველა კრიზისი არის დასრულებული იქნებოდა ეს პოლიტიკური კრიზისი თუ სხვა კრიზისები, რომელიც ქვეყანაში იყო შექმნილი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ, ყველამ, ერთიანმა გუნდმა ერთად დავძლიეთ ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე და ჩვენი ხალხის წინაშე იყო ამ ერთი წლის განმავლობაში. და შედეგიც შთამბეჭდავია, ყველა კრიზისი არის დასრულებული იქნებოდა ეს პოლიტიკური კრიზისი თუ სხვა კრიზისები, რომელიც ქვეყანაში იყო შექმნილი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა „იმედის“ ეთერში.

ირაკლი ღარიბაშვილი „იმედის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში „კობახიძის პოლიტიკური მასტერკლასი“ ირაკლი კობახიძის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის გუნდში „ჰარმონიული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში“ კობახიძეს მთავარი წვლილი მიუძღვის.