შემდგომი 2 კვირის განმავლობაში არ ველით ლეტალობის შემთხვევების კლებას - ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში სიკვდილიანობის სტატისტიკის კლება არ არის მოსალოდნელი.

„კლების სტაბილიზაცია ვირუსის გავრცელების კუთხით ბოლო დღეებში ფიქსირდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება გვქონდეს ამ ეტაპისთვის ლეტალობის კლების მოლოდინი, ვინაიდან ეს არის ის შემთხვევები, რომლებიც უკვე ჯამურად არის დამდგარი.

ამ ეტაპისთვის ჩვენ მაქსიმალურად გვყავს გაძლიერებული კლინიკური ჯგუფი. მათ აქვთ გაწერილი სპეციალური გრაფიკი, რომლის მიხედვითაც კვლავ აზუსტებენ მკურნალობის იმ სტანდარტებს, რომლებიც არის დადგენილი და რაც პროტოკოლით არის მოთხოვნილი. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ის ლეტალობის მაჩვენებელი, რომელიც საქართველოს მსოფლიოსგან გამოარჩევს და არის 1.32% ჩვენ შევძლოთ გავაუმჯობესოთ, რის შედეგადაც არაერთი სიცოცხლის გადარჩენა მოხდება, თუმცა შემდგომი 2 კვირის განმავლობაში არ ველით ლეტალობის შემთხვევების კლებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 73 პაციენტი გარდაიცვალა.