„შმაქსისტების“ მსვლელობა შსს-სკენ

პუბლიკა

„შეწყდეს შმაქსისტებზე ნადირობა“, –  პარტია „გირჩის” ლიდერები „შმაქსების“ მძღოლებთან ერთად მსვლელობას აწყობენ.

ისინი რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობას შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ გამართავენ.

„შმაქსის“ მძღოლები და მათი მხარდამჭერები მოითხოვენ გაუქმდეს ყველა ის ჯარიმა, რომელიც „შმაქსისტებს“ გამოუწერეს და ასევე, გაუქმდეს ტაქსების რეფორმა.