შუახევში ქალის მკვლელობაზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

პუბლიკა

მედიის ცნობით, აჭარაში, შუახევში ქმარმა ცოლი მოკლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშით, 2023 წელს 24 ქალის მკვლელობისა და 27 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი გამოვლინდა.

მკვლელობებს შორის 16 მოხდა ოჯახური დანაშაულის ნიშნით; 8 – არაოჯახური დანაშაულის ნიშნით არის ჩადენილი. ქალის მკვლელობის მცდელობის გამოვლენილი 27 შემთხვევიდან 20 – ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი, ხოლო 7 – არაოჯახური დანაშაულის ნიშნით. საერთო სტატისტიკური მონაცემიდან პროკურატურამ ფემიციდი გამოკვეთა 9 შემთხვევაში, ხოლო ფემიციდის მცდელობა – 14 შემთხვევაში.