სოფელ ნამოხვანში შეხლა-შემოხლა იყო

პუბლიკა

სოფელ ნამოხვანში შეხლა-შემოხლა იყო. როგორც facebook-გვერდზე ადგილობრივების  პირდაპირი ჩართვის კადრებში ჩანს, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ადგილობრივების პროტესტი საპროექტო ტერიტორიაზე კომპანიის ტექნიკის გადაადგილებას მოჰყვა.


სოფელ ნამოხვანში გუშინაც დაძაბული ვითარება იყო. მოსახლეობა ნამახვანჰესზე შესაბამისი სამუშაოების მიმდინარეობას აპროტესტებს. ადგილობრივები გუშინაც პროტესტით შეხვდნენ ინვესტორი კომპანია „ენკას“ თანამშრომლების გადაადგილებას საპროექტო ტერიტორიაზე.

გუშინ, კომპანია „ენკამ” განაცხადა, რომ მათ სადერივაციო გვირაბის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები აწარმოეს.