სრულად ვაქცინირებულია 204 234 ადამიანი - NCDC

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია 204 234 ადამიანი.

დღემდე ჩატარებულია 664 997 აცრა.

10 აგვისტოს სტატისტიკით, გამოვლინდა ვირუსის 5697 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 54 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ახალი შემთხვევებისა და გარდაცვალების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.