მიტროპოლიტმა სტეფანემ ეკლესიიდან განკვეთა მასთან დაპირისპირებული სასულიერო პირები

პუბლიკა

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ (კალაიჯიშვილმა) ამავე ეპარქიის 6 სასულიერო პირი განკვეთა. ამის შესახებ, მან მარტვილში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მიტროპოლიტმა განმარტა, აღნიშნული სასულიერო პირები არაერთხელ გააფრთხილეს, თუმცა მეუფის თქმით, ისინი ეკლესიაზე თავდასხმას განაგრძობენ. ბრძანების მიხედვით, განკვეთილ სასულიერო პირებს ეკრძალებათ, როგორც სამონაზნო სამოსის, ასევე ატრიბუტიკის ტარება და ეკლესიის ქონების სარგებლობა.

მიტროპოლიტმა სტეფანემ ხელისუფლებას სთხოვა, განკვეთილმა სასულიერო პირებმა სალხინოს მონასტრის ტერიტორია და მიწები დატოვონ.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილე პირებმა: ბერ დიაკვანმა პეტრე ( ღუდუშაური) ბერ-მონაზონმა ათინოგენემ( მდივანი), მონაზონმა დანიელმა( გვილავა) მონაზონმა ამბროსიმ (ხელაია), მონაზონმა ამბროსიმ ( სხულუხია) მონაზონმა დავითმა (გვილავა ) მონაზონმა ბასილმა ( გვილავამ), მონაზონმა მარკოზმა ( წულაიამ) აგრეთვე, გაგა ავალიანმა და ჯაბა ცერცვაძემ, მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა კანონიკური სასჯელების დაკისრებისა, არათუ შეწყვიტეს ანტიეკლესიური ქმედება, არამედ კიდევ უფრო მეტი თავხედობით და ზღვარგადასული უკეთურებით განაგრძნობენ ქმედებებს, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგება მონასტული ცხოვრების წესს და საეკლესიო კანონებს.

მათ არაერთხელ მოაწყვეს თავდასხმა ჭყონდიდელ მიტროპოლიტზე და სხვა სასულიერო პირებზე. აგრეთვე მუდმივ ტერორში ამყოფებენ ადგილობრივ მოსახლეობას. ხელს უშლიან მათ ეკლესიურ ცხოვრებაში და მოითხოვენ მათგან მხარდაჭერას…“,- განაცხადა მეუფე სტეფანემ.