სვლა აღარ დარჩა, გირაოს უნდა დასთანხმდეს, მაგრამ შტურმის მომწყობთა ბრიგადირის როლიდან ვერ გამოდის - ვოლსკი მელიაზე

პუბლიკა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ნიკა მელიას გირაოზე დათანხმების გარდა, სხვა სვლა აღარ დარჩა.

„ევროკავშირის ჩარევა, საერთაშორისო და ქართული საზოგადოების მოთხოვნა პოლარიზებულია იმ პოზიციასთან, გეგმასთან და იმ სტრატეგიასთან, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. ამ ორ განზომილებას შორის არის დაკარგული მელია. არ მგონია, ადვოკატებმა სწორი რჩევები მისცენ. მათი მოქმედება დავინახეთ სასამართლოში.

გირაოსთან დაკავშირებით არანაირი პოლიტიკური სვლა არ იქნება. პრაქტიკულად, სვლა აღარ დარჩა, გირაოს უნდა დასთანხმდეს და გამოვიდეს, მაგრამ იმ როლიდან და ფუნქციიდან ვერ გამოდის, რომელსაც ჰქვია შტურმის მომწყობთა ბრიგადირი. ეს არის როლი და ის ფუნქცია, რაც მოირგო. ამ როლით ვერ გახდა პოლიტიკური გმირი და პოლიტიკური წამებული“, – განაცხადა ვოლსკიმ.