სწავლის დაწყებაზე რეკომენდაციას ვერ გავცემთ, თუ ასეთი ეპიდსიტუაცია იქნება - გამყრელიძე

პუბლიკა

„თუ ამ ტიპის ეპიდსიტუაცია იქნა 15 სექტემბრისთვის, როცა სწავლა უნდა დაიწყოს, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

„ღმერთმა არ ქნას, თუ ამ ტიპის ეპიდსიტუაცია იქნა 15 სექტემბრისთვის, როცა სწავლა უნდა დაიწყოს, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ველით, რომ ამ შეზღუდვებმა (რომელიც ახლა შემოვიტანეთ), აცრების ინტენსიფიკაციამ სერიოზულად უნდა შეამციროს ქვეყანაში ახალი შემთხვევების მაჩვენებელი და დღეს დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს დაახლოებით 10%-ის ფარგლებში, თუ ეს მაჩვენებელი ჩამოვა 4%-ის ქვემოთ, მაშინ, რა თქმა უნდა, დადგება საკითხი სწავლის განახლების შესახებ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 47 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 6 208 ახალი შემთხვევა.

16 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 12.97%, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 10.63%, ხოლო ბოლო 7 დღის – 11.14%.