ღვინო
მოდი, მივუბრუნდეთ ისევ სტალინის საყვარელი ღვინოების ამბავს და ერთ ცნობილ ქართველ მხცოვან მეღვინეს, გივი ჩაგელიშვილს გავიხსენებ. ამ მართლაც საინტერესო და მრავლისმნახველ ადამიანს პირველად 2010 წელს შევხვდი და მასზე სტატიაც მოვამზადე.
ჩემმა 2019 წლის ქისმა ორთვენახევარი იდუღა ქვევრში აქტიურად. ბოლოს ძალზე დაბალ ტემპერატურაზეც კი უმაგრდებოდა ქუდი და დარევისას მაცდურად ჩუხჩუხებდა. ახლა გადავსებულია, გაზაფხულს ელოდება, არავინ იცის რა დადგება მისგან. როგორც ბაბუაჩემი ვალიკო იტყოდა, “იქნება ივარგოს”.
ქართული ღვინო ამ შემთხვევაშიც თითქმის არსად ფიგურირებს, რაც ამ ტურისტულ ქალაქებში დასასვენებლად ჩასულ საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკების მოქალაქეებსაც დანანებით არაერთხელ აღუნიშნავთ. ქართული ღვინო ხომ ყველაზე პოპულარული და ცნობადი ჯერჯერობით კვლავ ამ ქვეყნებშია.
რაკი ყველა დღესასწაული უკან მოვიტოვეთ, ცარიელი სუფრებიც ალაგდა, ჭურჭელიც დაირეცხა და სახლებიც მიწკრიალდა, კარგად დააკვირდით თქვენი ცოლების, დედების, ქალიშვილებისა და დების სახეებს. იქნებ, მათშიც იცნოთ შემოქმედი, რისკიანი, იდეური, გონიერი, თავგანწირული გოგოები. სცადეთ და 2020 წელს ერთით ნაკლები სუფრით მეტი დრო მიეცით. იქნებ, მათაც შეძლონ.
ხუმრობა არ არის მოკლე დროში მისი სტილისტიკის, ხატისა თუ ლექსიკონის საფუძვლიანი გადახალისება; „ქართული ღვინის“ ლეგენდის განჯადოება ისეთი ღამის კოშმარისგან, როგორიც სტალინია.