ლელო
ადამიანები არ უნდა იღუპებოდნენ სამუშაოს შესრულებისას. მოქალაქეს ეკუთვნის უსაფრთხო სამუშაო გარემო და ღირსეული ანაზღაურება. ჩვენი საცხოვრებელი გარემო უნდა იყოს ეკომეგობრული. “ლელოს” პრიორიტეტები იქნება მწვანე და განვითარებაზე ორიენტირებული რესპუბლიკა, დაცული შრომა და წელში გამართული, განათლებული ქართველი მოქალაქე.
მშრომელთა უფლებები, ეკოლოგია, განათლება – ეს იმ სფეროების არასრული ჩამონათვალია, რომელთა პრობლემებზეც სტუდენტი, აქტივისტი ირაკლი კუპრაძე ბოლო წლების განმავლობაში საჯაროდ საუბრობდა. თბილისში, ტყიბულსა თუ ჭიათურაში რთულად ნახავდით საპროტესტო კერას, სადაც ირაკლი არ მონაწილეობდა. ის იყო მოძრაობა „მწვანე მუშტისა“ და „აუდიტორია #115-ის“ წევრი, მონაწილეობდა გრიგოლ გეგელიას საარჩევნო კამპანიაში. 15 ნოემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ირაკლი კუპრაძე, გრიგოლ გეგელია და ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წევრები გახდნენ.
- 1
- 2