მოძრაობა „ლელოსთან“ დავით უსუფაშვილი და ფიქრია ჩიხრაძე კოალიციას ქმნიან

პუბლიკა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ დავით უსუფაშვილსა და ფიქრია ჩიხრაძესთან ერთად კოალიციას ქმნის. უსუფაშვილის თქმით, „შენების მოძრაობა, „ახალი მემარჯვენეები“ და „ლელო“ კონსულტაცია-კოალიციის რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას.

„ჩვენი დასკვნით, დღევანდელ ხელისუფლებას არ აწყობს არათუ პროპორციული, არამედ არანაირი არჩევნები. ამ მიზნის მისაღწევად მმართველი ძალა ცდილობს, გააღრმავოს დაპირისპირება და ჩაატაროს ვადამდელი არჩევნები არსებული სისტემით, რაც ისევ და ისევ ორპულუსიანი ქვეყნის პერსპექტივას გვიქადის. ჩვენ გვჭირდება დაცულობა, სიმშვიდე, დასაქმება და განვითარება. მმართველი პარტიის მიზნებში მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაა“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ პრეზენტაციაზე.

ფიქრია ჩიხრაძის თქმით, „ლელო“ საერთო ოპოზიციურ ფორმატში პროპორციული არჩევნების მოპოვებისთვის ბრძოლას აგრძელებს.