პოლიცია
ლუკა სირაძე, საუბედუროდ, ვერ დავიცავით. ლუკას დაღუპვა თითოეული ჩვენგანის პირადი მარცხია, ჩვენი როგორც საზოგადოების მარცხია, ჩვენი როგორც სახელმწიფოს მარცხია.
ვინ მოსთვლის უკვე მერამდენედ ჩვენ მოწმენი ვხდებით სისტემური დანაშაულისა, როცა მსხვერპლი ახალგაზრდა ბავშვია. რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, მსგავსი აღარ უნდა განმეორდესო, გულის სიღრმეში ვიცით, რომ მაინც განმეორდება. მაინც მოუკლავენ მშობლებს შვილებს და მაინც მოგვიკლავენ ადამიანებს, რომლებიც გვიყვარს.
მინდა მჯეროდეს, რომ ბევრი პოლიციელისთვისაც სტრესია დღევანდელ პოლიციაში მუშაობა, ისეთ სამსახურში მისვლა, სადაც გვერდით მაგიდაზე ზის ჯალათი, ‘მენტი’. რომელმაც წინა დღეს სულ “თესლი ბავშვი” ან რაიმე მსგავსი ეძახა დეპრესიულ ბიჭს, წყალივით მოძრავს, რომელიც ახლა საავადმყოფოს ლოგინსაა მიჯაჭვული.