პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული კაცი დააკავა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ს.პ დააკავა. საქმე 25 იანვარს ორბელიანის ქუჩაზე მომხდარს ეხება.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, შელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 2003 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს., შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა.

ის რამდენიმე საათში დააკავეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.