ბათუმში პოლიციელი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი

პუბლიკა

რამდენიმე წუთის წინ ბათუმში პოლიციელი დაჭრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი 353-ე პრიმა მუხლის საფუძველზე, აღნიშნული მუხლი პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოშია გადაყვანილი.