რუსეთის ომი უკრაინაში

რუსეთის ოფიციალური პოზიციის მიუხედავად, თითქოსდა უკრაინის საზღვრებთან თავმოყრილმა შენაერთებმა ყაზარმებში დაბრუნება დაიწყეს, დასავლეთში ამტკიცებენ, რომ რეალურად მოსკოვი, პირიქით, უკრაინის საზღვრებთან სამხედრო აქტივობას ზრდის. რა შეიძლება შედიოდეს პუტინის გეგმებში, რომელი მხრიდან, რა მიმართულებით შეიძლება წამოიწყოს შეჭრა რუსეთმა და რისი დაკავება სცადოს? ერთი შეხედვით რუსეთის არმიას სამხედრო უპირატესობა აქვს, მაგრამ მიაღწევს თუ არა რუსეთი წარმატებას?