კიევში ძლიერი აფეთქება მოხდა - CNN

პუბლიკა

ძალიან დიდმა აფეთქებამ გაანათა ცა კიევის სამხრეთ-დასავლეთით, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, აფეთქება უკრაინის დედაქალაქის ცენტრიდან 20 კილომეტრის დაშორებით მოხდა.

ვასილკოვის მერმა, ნატალია ბალასინოვიჩმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ აფეთქება მოხდა ნავთობის საცავში. მისივე თქმით, საჭიროა მოსახლეობის ევაკუაცია, რადგან მიმდებარე ტერიტორია ეკოლოგიურად უსაფრთხო აღარ არის.