„ოცნების“ მერობის კანდიდატი ოზურგეთში არჩილ თალაკვაძის ძმა, ავთანდილ თალაკვაძე იქნება

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით ოზურგეთის მერობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძის ძმა, ავთანდილ თალაკვაძე იქნება.

„ავთანდილ თალაკვაძე არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საჯარო მოსამსახურე ძალიან დიდი გამოცდილებით, რომელიც მოღვაწეობდა სხვადასხვა სფეროში. მას აქვს მენეჯმენტის ძალიან კარგი გამოცდილება და მას აქვს ძალიან კარგი საარჩევნო რესურსი. აქედან გამომდინარე, ავთანდილ თალაკვაძე ოზურგეთში იყო უალტერნატივო კანდიდატი და საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, – ასე განმარტა ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი აქამდე კონსტანტინე შარაშენიძე იყო.

შეგახსნებთ, რომ ავთანდილ თალაკვაძე 2020 წლის 28 ნოემბრამდე იკავებდა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის თანამდებობას.