თავად სანდუს მოლდოვის მეექვსე პრეზიდენტი ჰყავს პატიმრობაში. მიხედოს მას - კობახიძე

პუბლიკა

„თვითონ სანდუს ჰყავს პატიმრობაში მოლდოვის, თუ არ ვცდები მეექვსე, პრეზიდენტი. მაინც რომ შევახსენოთ ქალბატონ სანდუს”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს მოწოდებას – მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მიეცეს.

„რაც შეეხება ზელენსკის, მისი ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის არაჟნების კონტეინერით გამოგზავნის სპეცოპერაციაში.

აქედან გამომდინარე, ზელენსკის განცხადებას ვერ ექნება ჩვენთვის განსაკუთრებული ფასი. იმიტომ, რომ მისი ხელისუფლება იყო პირდაპირ ჩართული სააკაშვილის გამოგზავნაში, სანდუმ კი უნდა მიხედოს თავის მეექვსე პატიმარ პრეზიდენტს, რომელიც პატიმრობაშია დღემდე”, – აცხადებს კობახიძე.


მოლდოვის მე-5 პრეზიდენტი იგორ დოდონი ამჟამად დაპატიმრებული არ არის. კიშინიოვში პრორუსი ყოფილი ლიდერის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ის 26 მაისიდან არა ციხეში, არამედ შინაპატიმრობაში იყო. 18 ნოემბერს კი მოლდოვის სასამართლომ 18 შინაპატიმრობიდანაც გაათავისუფლა. დოდონმა სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ თავის მხარდამჭერებს მიმართა და განაცხადა, რომ მოლდოვის მოქმედი, მე-6 პრეზიდენტის მაია სანდუს წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს.

დოდონის წინააღმდეგ საქმე კორუფციას ეხება. გამოძიება ყოფილ პრეზიდენტს ედავება, რომ კრიმინალური ჯგუფებისგან მიიღო თანხები.