თბილისი - 1 959; აჭარა - 483 | კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონებში

პუბლიკა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 5 068 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 152 704-ს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 336 პირი,. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა-126 904-მდე.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ – გარდაცვალების  1 425 შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 5 068 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებელი ასეთია: თბილისში გამოვლენილია 1 959 შემთხვევა, აჭარაში – 483, იმერეთში – 980, ქვემო ქართლში – 296, შიდა ქართლში – 222, გურიაში – 122, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 408, კახეთში – 335, მცხეთა-მთიანეთში – 130, სამცხე-ჯავახეთში – 114, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 19.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 24 349. მათ შორის, 6 671 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 925, აჭარაში-1 025, იმერეთში-1 267.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 070 პირი, მათ შორის, თბილისში – 491, აჭარაში – 155, იმერეთში – 247. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 476 პირი, მათგან თბილისში – 214, აჭარაში – 117, იმერეთში – 45.

3 899 ადამიანი მოთავსებულია კოვიდსასტუმროში, მათ შორის 1 277- თბილისში, 2 022 – აჭარაში, 343 – იმერეთში. 13 779 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის ბინაზე. საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 1 241 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 365, აჭარაში – 448, ხოლო იმერეთში – 28.