თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 30 ნოემბრიდან ონლაინ გაიმართება

პუბლიკა

Covid-19-ის გავრცელებისა და დაწესებული შეზღუდვების გამო თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 30 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, ონალინ გაიმართება.

ფილმების ჩვენება ონლაინ პლატფორმა FESTIVAL SCOPE-ზე იქნება. კინოფესტივალის ადმინისტრაციის ცნობით, პლატფორმაზე გაწევრიანება ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა.

წლევანდელი კინოფესტივალი სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება:

  • ინდუსტრიული დღეები;
  • მასტერკლასები;
  • ფილმების ჩვენება.

ინდუსტრიული დღეები

თბილისის კინოფესტივალის ცნობით, ეს ნაწილი მოიცავს ვორქშოფების, მასტერკლასებისა და პანელური დისკუსიების სერიას ინდუსტრიაში არსებული პერსპექტივების ფართო სპექტრის გარშემო.

პანელურ დისკუსიებში, რომელიც ZOOM-ის პლატფორმაზე იქნება, მათი ინფორმაციით, იმსჯელებენ ბალტიისპირეთის შედარებით ანალიზზე, კოპროდუქციის საკითხებში; ამ მაგალითზე განიხილება „მანდარინები“ და „ნამე“.

გარდა ამისა, გაიმართება პანელური დისკუსიები საკითხზე „ფესტივალები დახურულ კარს მიღმა“ – როგორც აღნიშნავენ, თემა მოიცავს ფესტივალის პროგრამის დამუშავებას, სელექციის პროცესს…

დისკუსიები 4 და 7 დეკემბერს გაიმართება.

კინოფესტივალის ცნობით, ფიჩინგ ვორქშოფებთან ერთად, მონაწილეებს წელს პირველად მიეცემათ საშუალება, ჩაერთონ საერთაშორისო ფიჩინგ ფორუმში, რომელიც საქართველოსა და ბალტიისპირეთზე (ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია) იქნება კონცენტრირებული.

წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კონკურსის გარეშე იმართება. მხოლოდ ფიჩინგ ფორუმში მონაწილე 3 საუკეთესო პროექტი დაჯილდოვდება ფულადი პრიზებით,რომელსაც მათ  საერთაშორისო ჟიური გადასცემს.

მასტერკლასები

აგნეჟკა ჰოლანდი, პიტერ ვებერი, ჟაკო ვან დორმაელი, რატი ონელი, იოანა ბერნჰარდსონი, ნინო კირთაძე, ინდუსტრიული პლატფორმის  სპეციალური სტუმრები იქნებიან და მასტერკლასებს ჩაატარებენ.

კინოჩვენებები

20 სრულმეტრაჟიანი ფილმი 2 სექციაში იქნება წარმოდგენილი: „მსოფლიო კინო“ და „დამზადებულია გერმანიაში“.

პირველ სექციაში 16 ფილმია გაერთიანებული, მეორეში კი-4.

14 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნება შემდეგი ფილმები:

  1. Memory House / მოგონებების სახლი
  2. Charlatan / შარლატანი
    3.
     The Woman Who Ran / ქალი, რომელიც გაიქცა
    4.
     Another Round / თრობა
    5.
     Delete History / ისტორიის წაშლა
    6.
     Summer of ’85 / 85-ის ზაფხული
    7.
     Bad Tales / ცუდი ზღაპრები
    8.
     I Am Greta / მე გრეტა ვარ
    9.
     Conference / კონფერენცია
    10.
     Into Dad’s Woods / მამაჩემის ტყე
    11.
     Laila in Haifa / ლაილა ჰაიფაში
    12.
     Apples / ვაშლები
    13.
     Father / მამა
    14.
     Siberia / ციმბირი
    15.
     Never Gonna Snow Again / აღარასდროს მოთოვს
    16.
     The Roads Not Taken / უვალი გზები
    17.
     A Fish Swimming Upside Down / თევზი, რომელიც ზურგზე ცურავს
    18.
     Sisters Apart / ცეცხლში
    19.
     Model Olimpia / მოდელი ოლიმპია
    20.
     Undine / უნდინე

ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ავრცელებს.