თბილისის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო

პუბლიკა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გუშინდელი სასამართლო პროცესიდან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოფინეს, წარწერით: Free Misha! დეპუტატებმა სიტყვით გამოსვლის დროს „ქართული ოცნების“ გამოხმაურებები გააკრიტიკეს და სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

„ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ზვიად კუპრავამ „ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს „წვერგაპარსული ნაძირალა“ უწოდა, რამაც საკრებულოს სხდომაზე ხმაური გამოიწვია.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს სწორი გადაწყვეტილებისკენ მოუწოდეს.

„ამ მდგომარეობაში რომელ პრეზიდენტსაც უნდა ვხედავდე, იგივე პოზიცია მექნებოდა, რომ უნდა გადარჩეს. თხოვნა მექნება პრეზიდენტის მიმართ, ეს ქვეყნის პრობლემაა და უახლოეს პერიოდში უნდა მიიღოს ამ ქვეყნისთვის სწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა დეპუტატმა გიორგი ონიანმა.

დღეს ხმაური იყო ოზურგეთისა და გორის საკრებულოებშიც.