თბილისის ზღვის ჰოსპიტლის დაყაჩაღების ბრალდებით 2 პირი დააკავეს – შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის ზღვის ჰოსპიტლის დაყაჩაღების ბრალდებით ორი პირი დააკავა.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე პირი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვისაა ნასამართლევი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, „ტტ-ს“ სისტემის პისტოლეტითა და სანადირო თოფით შეიარაღებული ვ.ნ. და ი.წ. ყაჩაღურად დაესხნენ თავს  თბილისის ზღვის ჰოსპიტალს.

თავდამსხმელებმა ჰოსპიტლის დარაჯის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლეს, რის შედეგადაც დაზიანდა მიმღების კარების მინა. შემდეგ მათ შენობაში შეაღწიეს, მიმღები განყოფილების სალაროდან უკანონოდ დაეუფლნენ 3500 ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყ აჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.