„თბილისში არ გვაქვს საგანგაშო მდგომარეობა“ - ცხოველთა მონიტორნგის დირექტორი ცოფის ვირუსზე

პუბლიკა

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი კობიაშვილმა ცოფის ვირუსთან დაკავშირებით მეტიაცენტრ „მთავარში“ ისაუბრა. კობიაშვილის თქმით, დედაქალაქში საგანგაშო მდგომარეობა არ არის.

„არ გვაქვს პანიკის საფუძველი. ცხოველთა მონიტროინგი აქტიურად აგრძელებს ცხოველების აცრებს ცოფის წინააღმდეგ. აცრები არის უფასო, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაგვირეკოს, გვითხრან რომ მათ საცხოვრებელთან არიან ცხოველები, რომლებსაც სჭირდებათ აცრები, ჩვენი ჯგუფი მივა და სრულიად უფასოდ ჩაატარებს აცრებს,“ – აცხადებს გიორგი კობიაშვილი.

მისივე თქმით, თბილისში წელს ცოფის ვირუსის მხოლოდ 2 შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ გასულ წელს, ცოფის არცერთი შემთხვევა დაფიქსირებულა.

„მინიმუმამდე არის დასული ცოფის შემთხვევები თბილისში. ვმუშაობთ აქტიურად რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო მინიმუმამდე დავიყვანოთ,“ – თქვა მან.

ცხოველთა მონიტორინგი აცრებს უტარებს მიუსაფარ ცხოველებს, კობიაშვილი მოუწოდებს ძაღლების პატრონებს აუცილებლად თავად აცრან ცხოველები. „მნიშვნელოვანია, დაიცვან ცხოველები და დაიცვან საკუთარი თავი“.

ის ამბობს, რომ ცოფის ვირუსის ამოცნობა შესაძლებელია არადამახასიათებელი ქცევებით ცხოველში. მაგალითად, თუ ცხოველს უჭირს საკვების, წყლის მიღება. „ჰალუცინაციებსაც იწვევს ცხოველებში. როცა შევამჩნევთ არადამახასიათებებლ ქცევას სასურველია მივმართოთ პროფესიონალ ვეტერინარს.“ – ამბობს ცხოველთა მონიტორინგის ხელმძღვანელი.