თბილისში მდებარე სახელმწიფო ქონება, რომელიც იყიდება | სია

პუბლიკა

20 თებერვალს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „უფრო მეტად აგრესიული პრივატიზების სტრატეგია“ დააანონსა. მისი თქმით, „100 საპრივატიზებო ქონების“ პროგრამა 2021 წლისთვის განახლდება და გაფართოვდება.  იგეგმება სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებაც.

„პუბლიკამ“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, რა სახის ქონების პრივატიზებას გეგმავს სახელმწიფო. გადამუშავებულ ინფორმაციას ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.

მანამდე კი იხილეთ, თბილისის ტერიტორიაზე მდებარე რომელი სახელმწიფო ქონებაა გამოტანილი აუქციონზე:

რიყის პარკი

რიყის პარკში 14 591 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა, „რიყის დოქები“ აუქციონზე 71 250 000 ლარადაა გამოტანილი. საპრივატიზებო მიწის ნაკვეთი დედაქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში მდებარეობს. შესაბამისად, ტერიტორიის განვითარების კონცეფციის ესკიზი უნდა შეთანხმდეს თბილისის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან.

პირობები ითვალისწინებს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე მრავალფუნქციური კომპლექსის შექმნას, შესაბამისი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებასა და კომპლექსის ფუნქციონირების დაწყებას.

კომპლექსი უნდა მოიცავდეს (თუმცა შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს), საგამოფენო სივრცეს ან/და სასტუმროს. ადგილზე უნდა განხორციელდეს სულ მცირე 10 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიცია.

ყოფილი „მიხაილოვის“ საავადმყოფო

სახელმწიფო ასევე გეგმავს დავით აღმაშენებლის N60-60ა-ში მიწის ნაკვეთებისა და იქ მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობების პრივატიზებასაც. საწყის საპრივატიზებო თანხად განსაზღვრულია 39 800 000 ლარი.

საუბარია:

8350.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ N1-N8 შენობა-ნაგებობაზე;

11701.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ N1-N15 შენობა-ნაგებობაზე;

582.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ N1, N2 (ნაგებობა) და N3 შენობა-ნაგებობებაზე.

ამ მისამართზე ყოფილი „მიხაილოვის“ საავადმყოფოა განთავსებული. კულტურული მემკვიდრეობის პორტალის მიხედვით, „ნაგებობა მაღალმხატვრული ღირებულებისაა, მას მნიშვნელოვანი ისტორიულკულტურული ღირებულება აქვს. ამდენად, ძეგლზე დასაშვებია მხოლოდ საკონსერვაციო და სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება.

აუქციონის პირობების მიხედვით,  ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის ვადაში საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან  მის ნაწილზე კომპლექსის შექმნის მიზნით სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს. რაც შეიძლება მოიცავდეს უძრავი ქონების ნაწილის შესაბამისი კომპეტენტური ორგანო(ები)ს თანხმობით განხორციელებულ დემონტაჟს; უძრავი ქონების ან  მისი ნაწილის შემოღობვას, გამწვანებას, გარე განათების მოწყობას.

პირობების თანახმად, კომპლექსი უნდა მოიცავდეს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს), სასტუმროს ან/და კომერციული დანიშნულების ფართ(ებ)ს ან/და საოფისე დანიშნულების ფართ(ებ)ს.

ადგილზე განხორციელებული ინვესტიცია არ უნდა იყოს 40 მილიონ ლარზე ნაკლები.

მიწის ნაკვეთი და შენობები აღმაშენებლის გამზ. N91-ში

ასევე აუქციონზეა გამოტანილი აღმაშენებლის გამზ. N91-ში არსებული 1190 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. საწყისი საპრივატიზებო თანხა 7 017 000 ლარია.

საპრივატიზებო ობიექტს ემიჯნება კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ორი ობიექტი და იგი ექცევა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონის ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალში. შესაბამისად, მასზე ვრცელდება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.

დოკუმენტების მიხედვით,  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არ არის წინააღმდეგი, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განხორციელდეს ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების პრივატიზება, თუმცა მიუთითებს, რომ უძრავი ქონების შემდგომში განვითარების, მათ შორის, კანონმდებლობით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში, საჭიროა ნებისმიერი ქმედება შეთანხმდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსთან და მიწის სამუშაოების მიმდინარეობის დროს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების აღმოჩენის შემთხვევაში, მიწის მესაკუთრე ვალდებულია, დაუყოვნებლივ გააჩეროს სამუშაოები და აღნიშნულის შესახებ აცნობოს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.

ათონელის ქუჩა N 29/ხიდის ქუჩა N1

აუქციონზე გამოტანილია მე-2 სართულზე არსებული 399.58 კვ.. ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

შენობა-ნაგებობა N1-ს, რომელშიც განთავსებულია საპრივატიზებო უძრავი ქონება მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.

ობიექტის შესაძლო სამომავლო განვითარების პროფილია – საოფისე/სავაჭრო.

პირობების მიხედვით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან საპრივატიზებო უძრავი ქონების თაობაზე უნდა გაფორმდეს ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულება.

საწყისი საპრივატიზებო თანხა 1 129 000 ლარია.

აუქციონზე ასევე გამოტანილია:

  • დიდი დიღმის VI მიკრორაინში: 3516 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 (ნანგრევი); N2 (ნანგრევი); N3; N4 (ფარდული) და N5 (მიწისქვეშა) შენობა-ნაგებობება.  ობიექტის შესაძლო სამომავლო განვითარების პროფილი – დეველოპერული.
  • დიდი დიღმის დასახლებაში, III და IV მიკრო-რაიონებს შორის: 1576 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა. ობიექტის შესაძლო სამომავლო განვითარების პროფილი – დეველოპერული.
  • გოძიაშვილის ქ. N28-ის მიმდებარედ: 1654 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. ობიექტის შესაძლო სამომავლო განვითარების პროფილი – სამრეწველო.
  • გოთუას ქ. N14ბ-ში: 6796კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები და მოძრავი ქონება (ლითონის ავზი). ობიექტის შესაძლო სამომავლო განვითარების პროფილი – სასტუმრო/კომერციული/დეველოპერული/სასწავლო/სამედიცინო.
  • სოფელ გლდანში, „ავშნიანში“: 00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; ობიექტის შესაძლო სამომავლო განვითარების პროფილი – დეველოპერული/მრავალფუნქციური.
  • უნივერსიტეტის ქუჩა, N12: 5234.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები და 393.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მათზე განთავსებული N1 დანართში მითითებული მოძრავი ნივთები. ობიექტის შესაძლო სამომავლო განვითარების პროფილი – მრავალფუნქციური/დეველოპერული.
  • მატროსოვის N74: 2485 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები. ობიექტის შესაძლო სამომავლო განვითარების პროფილი – სამრეწველო/სასაწყობე.
  • დოდაშვილის N18: 15637 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. ობიექტის შესაძლო სამომავლო განვითარების პროფილი – დეველოპერული/მრავალმუნქციური.
  • კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორია: 6585კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობი. ობიექტის შესაძლო სამომავლო განვითარების პროფილი – დეველოპერული.
  • გორგასლის ქუჩა N83ა: 15139 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. ობიექტის შესაძლო სამომავლო განვითარების პროფილი – დეველოპერული/მრავალმუნქციური.
  • ღოღობერიძის N9-ს მიმდებარედ: 9315 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. ობიექტის შესაძლო სამომავლო განვითარების პროფილი – დეველოპერული.
  • ვაგზლის N15-ის მიმდებარედ: 00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. ობიექტის შესაძლო სამომავლო განვითარების პროფილი – სამრეწველო/სასაწყობე.
  • ფონიჭალის დასახლება: 5542  კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები (ნანგრევი). ობიექტის შესაძლო, სამომავლო განვითარების პროფილი – დეველოპერული/მრავალმუნქციური; 4283  კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა. ობიექტის შესაძლო სამომავლო განვითარების პროფილი – დეველოპერული/მრავალმუნქციური.
  • ჭირნახულის ქუჩა N5: 00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. ობიექტის შესაძლო სამომავლო განვითარების პროფილი – სამრეწველო/სასაწყობე.
  • რკინიგზის სადგურ „ლილოს“ მიმდებარედ: 00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N16 შენობა-ნაგებობები. ობიექტის შესაძლო სამომავლო განვითარების პროფილი – სამრეწველო/სასაწყობე.
  • ესენინის ქ. N1: 00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. ობიექტის შესაძლო, სამომავლო განვითარების პროფილი – მრავალფუნქციური, სასაწყობე.
  • სამგორის რაიონი, ნაკვეთი 01/027-ის მიმდებარედ: 3810 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. ობიექტის შესაძლო სამომავლო განვითარების პროფილი – სამრეწველო/სასაწყობე.
  • სამგორის რაიონი:00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა და 2602.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 (მშენებარე) შენობა-ნაგებობა.
  • თვალჭრელიძის ქ. შესახვევი 2, N1-ში: 4914 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. ობიექტის შესაძლო სამომავლო განვითარების პროფილი – სამრეწველო/სასაწყობე.
  • III მასივი, საცხენისის N20: 2410 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ობიექტის შესაძლო სამომავლო განვითარების პროფილი – დეველოპერული/მრავალმუნქციური.
  • ჭიჭინაძის ქ. N12: 00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა. ობიექტის შესაძლო სამომავლო განვითარების პროფილი – კომერციული.
  • ჭირნახულის ქუჩა: 12 664 .00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 (საერთო ფართით – 426.48 კვ.მ.), N 2 (საერთო ფართით – 175.09 კვ.მ.), N3 (საერთო ფართით – 134.37 კვ.მ.) შენობა-ნაგებობა.
  • პიმენ ყურაშვილის ქუჩა N4: 00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა (მშენებარე); ობიექტის შესაძლო სამომავლო განვითარების პროფილი – დეველოპერული/მრავალმუნქციური.
  • აგრარული უნივერსიტეტის ტერიტორია: 1910 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ობიექტის შესაძლო სამომავლო განვითარების პროფილი – დეველოპერული/მრავალმუნქციური.
  • დაბა კოჯორი: ექვსი 1500-1500 კვ.მ-იანი მიწის სააგარაკე ფართობი. ჯამში 9 000 კვ.მ.
  • კიკეთი: 4107 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. 7 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 26388 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. ობიექტის შესაძლო სამომავლო განვითარების პროფილი – სასტუმრო.
  • სოფელი ფონიჭალა, ბაგრატის ქუჩა, N 5: 8657.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 (ავზი) შენობა-ნაგებობა. ობიექტის შესაძლო სამომავლო განვითარების პროფილი – მრავალფუნქციური.
  • ავჭალის გზატკეცილი N 43: 8828.00 კვ.მ. და 13048.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. ობიექტის შესაძლო სამომავლო განვითარების პროფილი – სამრეწველო/სასაწყობე.