SIS-მა გიორგი კლდიაშვილსა და „ფორმულას" ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

თბილისში, შვედეთის საელჩოსთან ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფსა და IDFI-ის დირექტორ გიორგი კლდიაშვილზე თავდასხმის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

უწყებაში „პუბლიკას” უთხრეს, რომ გამოძიება 154-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს.

დღეს, 7 მაისსშვედეთის საელჩოსთან ფორმულას გადამღებ ჯგუფსა და IDFI-ის დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს თავს დაესხნენ.

გიორგი კლდიაშვილი მედიასთან კომენტარს აკეთებდა. სწორედ ამ დროს უცნობმა პირმა მას და ფორმულას ოპერატორს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

თავდამსხმელი მანქანით იყო. მას ხელში მინის ბოთლი ეჭირა და ჟურნალისტებს აგინებდა.