თბილისში „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის განკუთვნილი ადგილები ამ ეტაპისთვის შევსებულია

პუბლიკა

ამ დროისთვის თბილისში „სინოფარმის“ ვაქცინით ასაცრელად დასაჯავშნი ადგილები შევსებულია.

რეგისტრაცია 18 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის დღეს 20 საათიდან გახდა შესაძლებელი.

ამ ეტაპისთვის მხოლოდ რეგიონებში რეგისტრაციაა შესაძლებელი.

„სინოფარმის“ ვაქცინით აცრას მოქალაქეები მაისიდან შეძლებენ.

ქვეყანამ „სინოფარმის“ 100 ათასი დოზა შეისყიდა.  „სინოფარმის“ ვაქცინისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ავტორიზაციის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილება 29 აპრილს გახდება ცნობილი.

„სინოფარმით“ ვაქცინაციასთან დაკავშირებით იმუნიზაციის საბჭომ დღეს იმსჯელა.

„ამის საფუძველი არაერთი კვლევაა, სადაც 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის „სინოფარმი“ უსაფრთხოა. შესაბამისად, საბჭო დაეყრდნო ამ საერთაშორისო გამოცდილებას“, – აცხადებს ტიკარაძე.

მინისტრი ამბობს, რომ შემდეგი კვირიდან გაფართოვდება ქსელი, სადაც მოხდება მოქალაქეების ვაქცინაცია. კერძოდ, 78 ცენტრი დაემატება, სადაც გადამზადებული არის ჯგუფები, რომლებიც ჩაატარებენ ვაცინაციას. მისივე თქმით, საერთო ჯამში ამ ეტაპისთვის საქართველოში გაშლილი იქნება 138 ცენტრი, სადაც ვაქცინაციის პროცესი გაიმართება.