თეატრების თანამშრომლები მანქანებისთვის წულუკიანს ვიდეომიმართვით მადლობას უხდიან

პუბლიკა

მესხეთისა და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრების თანამშრომლებმა კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს მიკროავტობუსის შეძენისთვის მადლობა ვიდეომიმართვის სახით გადაუხადეს.

მესხეთის თეატრის თანამშრომლების ვიდეო „სამხრეთის კარიბჭემ“ გაავრცელა:

„დიდი მადლობა ქალბატონ თეა წულუკიანს, მადლობა კულტურის სამინისტროს, ჩვენ მის მზრუნველობას ყოველთვის ვგრძნობთ. ვგრძნობთ გვერდში დგომას და მივესალმებით მთელი მესხეთის თეატრი. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მათ გვერდით და ისინი იყვნენ ჩვენ გვერდით“, – ამბობს თეატრის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

მესხიშვილის სახელობის თეატრის წარმომადგენლებმა კი ვიდეომიმართვა თეატრის Facebook-გვერდით გაავრცელეს:

კულტურის სამინისტრომ 10 სახელმწიფო თეატრს მიკროავტობუსები 12 ოქტომბერს გადასცა.