თემქაზე ბანკთან კაცი დაჭრეს

პუბლიკა

თემქაზე ლიბერთი ბანკთან კაცი დაჭრეს. ინფორმაცია ,,პუბლიკას” შსს-ში დაუდასტურეს.

თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.

როგორც ცნობილია, დაპირისპირება ორ ადამიანს შორის ბანკში დაიწყო, რაც ქუჩაში გაგრძელდა და ერთი პირის დაჭრით დასრულდა.

შსს-ში ,,პუბლიკას” უთხრეს, რომ დაიწყეს გამოძიება.