თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ საკლასო ოთახებში სწავლა 4 ოქტომბერს დაიწყება - ტიკარაძე

პუბლიკა

„დადებითობის მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით არაერთგვაროვანია, თუმცა ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს განათლების სამინისტროსთან ერთად და თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ სწავლა დათქმული თარიღისთვის დაიწყება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

„ეპიდსიტუაცია ქვეყნის მასშტაბით საერთო ჭრილში დამაკმაყოფილებელია. მნიშვნელოვანი განსხვავებებია რეგიონებში. შეინიშნება, რომ აჭარასა და თბილისში არის გაცილებით უკეთესი მაჩვენებელი, ვიდრე, თუნდაც, კახეთში. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ღონისძიება, რომელიც ტარდება ქვეყნის მასშტაბით, იყოს ადეკვატური ასევე რეგიონების ჭრილში და ამასთან მიმართებაში ჯანდაცვის სამინისტროს ყველა სამსახური მუშაობს იმისთვის, რომ შეიქმნას სტაბილური და ერთგვაროვანი სიტუაცია ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა მინისტრმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საკლასო ოთახებში სწავლა 4 ოქტომბერს განახლდება იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ვირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბლა იქნება.

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით დადებითობის დღიური მაჩვენებელია – 6,61%, ბოლო 14 დღის – 6,85%, ბოლო 7 დღის – 6,46%.