„თქვენ ალმასები ხართ, მაგრამ წახნაგდებით" - ლადო კახაძე დეპუტატებს

პუბლიკა

„თქვენ ალმასები ბრძანდებით, მაგრამ წახნაგდებით; ჩვენ ერთმანეთს ვაწახნაგებთ. ეს დაწახნაგების პროცესი დღესაც გრძელდება, უკვე პოლიტიკურ ასპარეზზე. ეს კარგია, დაწახნაგების შემდეგ კარგი ბრილიანტი მიიღება. ეს ძნელი პროცესია, მაგრამ ერთმანეთს ვაწახნაგებთ”.

ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის წევრმა, ლადო კახაძემ,  დეპუტატებს საპარლამენტო ტრიბუნაზე გამოსვლისას.

ლადო კახაძე ამ მიმართვით  სკოლაზე საუბარისას გამოვიდა, რა დროსაც თქვა, რომ „სკოლაში იწყება დაწახნაგების პროცესი”.

მისი თქმითვე, მთავარი ფინანსები განათლებისკენ უნდა მიიმართოს, და მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს, „რომელმაც იქ, 21-ე საუკუნის შუა წლებისკენ დაინახა, ის რისი ფუნდამენტიც აქ ჩაიყარა”.

პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა მიმდინარეობს.