თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების პარალელურად ხმაურია

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები ტარდება. კონკურსში მონაწილეობას მხოლოდ ჯაბა სამუშია იღებს.

უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, სადაც არჩევნები უნდა გაიმართოს, სტუდენტები შეიკრიბნენ და მიმდინარე პროცესს აპროტესტებენ.

მათი პოზიციით, არჩევნები არალეგიტიმურია და ისინი აკადემიურ საბჭოს ამ პროცესის გამართვის საშუალებას არ მისცემენ.

„უნივერსიტეტში გაუგონარი უსამართლობა ხდება. დღეს დილიდან აქ არალეგიტიმურად მობილიზდა აკადემიური საბჭო და გადაწყვიტეს, რომ ერთადერთი კანდიდატი, რომელიც თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ვაკანსიაზეა, დანიშნონ და ამ პროცესიდან გამოთიშონ სტუდენტები.

ამ ადამიანებს არანაირი კომუნიკაცია არ აქვს სტუდენტებთან. 6 თვეზე მეტია, მაისის სტუდენტური მოძრაობა აპროტესტებს თსუ-ში შექმნილ უსამართლობას, სტუდენტების სოციალურ პრობლემებს და ა.შ. და ამ ადამიანებს არანაირი პოზიცია არ დაუფიქსურებიათ თვეებია და დღეს მოდიან, დემოკრატიულ სპექტაკლს გვიდგამენ და გვეუბნებიან, რომ ერთადერთი კანდიდატი თითქოს უნდა აირჩიონ. რეალურად, აქ არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ფაკულტეტიდან გამოაგზავნეს იმისთვის, რომ დაკვეთები შეასრულონ და გავლენა კიდევ უფრო მეტად გააძლიერონ. დღეს არის ტოტალური უსამართლობა და უთანასწორო პირობები და სტუდენტები ამის წინააღმდეგ ვდგავართ. არ მივცემთ საშუალებას, არჩევნები გამოაცხადონ ლეგიტიმურად“, – განაცხადა „მაისის სტუდენტური მოძრაობის” წევრმა საბა ქერქაძემ.

 

LB loan image desktop LB loan image mobile