თუ აქამდე ველოდებოდით ამცრელ პუნქტებში ვინ მოვიდოდა, ახლა ამცრელი ბრიგადები მეტად მობილურ პრინციპზე უნდა გადავიყვანოთ - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ვაცინაციის მასშტაბების გაზრდის მიზნით, თითოეულ სოფელში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები მუშაობენ ე.წ. მიკრო გეგმებზე.

„ყველაფერი უნდა გაკეთდეს, ჩვენ საუბარი გავქვს მომავალი სამი თვის განმავლობაში,  თითოეული სოფლის ყველა საზოგადოებრივი ჯანდაცვა აკეთებს დამატებით კიდევ რაც აქვთ მიკრო გეგმებს თუ მომავალი სამი თვის განმავლობაში თითოეულ სოფელში რამდენი ადამიანი ექვემდებარება აცრას, როდის უნდა აიცრან ისინი, რომ დაიგეგმოს მათი აცრაზე მისვლის ან უფრო აქტიურად თვითონ ამ ადამიანებთან მისვლის სტრატეგია.

ანუ მაქსიმალურად უნდა შევცვალოთ, თუ აქამდე ველოდებოდით ამცრელ პუნქტებში ვინ მოვიდოდა, ახალა პირიქით, კიდევ უფრო მეტად აქტიურად მივიდეთ [მათთან] და ეს ამცრელი ბრიგადები უფრო მეტად მობილურ პრინციპზე უნდა გადავიყვანოთ, ანუ ადამიანებთან ახლოს მივიდეთ. რა თქმა უნდა, ხაზს ვუსვამ რომ ამ წლის ბოლოს ჩვენ მოზრდილი მოსახლოების 60%-ის სრულად აცრაზე გავიდეთ“,- განაცხადა გამყრელიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 26 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 742 547 აცრა;

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 970 307 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 34.2%;

სრულად ვაქცინირებულია 772 240 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 27.0%;

25 სექტემბერს აიცრა 12 402 ადამიანი.