ტვ პირველი: ჩვენს ოპერატორს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

პუბლიკა

ტვ პირველის ცნობით, „ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებული დღევანდელი ღონისძიების დასრულების შემდეგ ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს აგრესიულად განწყობილმა ადამიანებმა პროფესიულ საქმიანიბაში ხელი შეუშალეს, ოპერატორს კი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ტელეკომპანია ამ ინცინდენტის ამსახველ კადრებს ავრცელებს:

„პუბლიკა“ შსს-ს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ინფორმაციას არკვევენ და მოგვიანებით მოგვაწვდიან.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრდის ორგანიზებით თავისუფლების მოედანზე საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანად არჩევის გამო აქცია/კონცერტი გაიმართა. აქციაზე „ქართლი ოცნებამ“ რეგიონებიდან ადამიანები ჩამოიყვანა. აქციაზე იყვნენ სხვადასხვა საჯარო უწყების თანამშრომლები, სკოლის პედაგოგები და დირექტორები.

აქცია კონცერტზე ათამდე ადამიანი გამოვიდა სიტყვით, მათ შორის იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები: გიორგი გახარია, კახა კალაძებიძინა ივანიშვილი. ასევე აქციაზე მისულებს სიტყვით „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმაც მიმართეს.

 

LB loan image desktop LB loan image mobile