„ქართული ოცნების" შეკრება ერთი საათი გაგრძელდა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრდის ორგანიზებით თავისუფლების მოედანზე საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანად არჩევის გამო აქცია/კონცერტი გაიმართა. აქციაზე „ქართლი ოცნებამ“ რეგიონებიდან ადამიანები ჩამოიყვანა. აქციაზე იყვნენ სხვადასხვა საჯარო უწყების თანამშრომლები, სკოლის პედაგოგები და დირექტორები.

აქცია კონცერტზე ათამდე ადამიანი გამოვიდა სიტყვით, მათ შორის იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები: გიორგი გახარია, კახა კალაძე, ბიძინა ივანიშვილი. ასევე აქციაზე მისულებს სიტყვით „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმაც მიმართეს.

აქცია/კონცერტზე რამდენიმე სიმღერა შესრულდა. დეტალური პროგრამის შესახებ ინფორმაციის მისაღებად „პუბლიკა” „ქართული ოცნების” მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს დაუკავშირდა. მისი თქმით, ის მოგვიანებით მოგვაწვდის კონცერტში მონაწილე პირებზე ინფორმაციას.

„პუბლიკის” კორესპონდენტის ცნობით, ღონისძიებაზე მისული შეკრების მონაწილეები უკვე იშლებიან.

 

LB loan image desktop LB loan image mobile