„TV პირველის“ ცენტრალური სერვერი გამთენიისას უცნობი მიზეზით გაითიშა - მელაძე

პუბლიკა

„TV პირველის“ ინფორმაციით, არხის ცენტრალური  სერვერი დღეს დილის 4:31 საათზე გაითიშა, რის გამოც ეთერში ვერ გავიდა საინფორმაციო გამოშვება. ტელეკომპანია „ავარიულ რეჟიმში“ აგრძელებს მუშაობას.

არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ ჯერ დანამდვილებით ვერ იტყვის, სერვერის გათიშვა კიბერთავდასხმამ გამოიწვია თუ არა. მისივე თქმით, პრობლემის გამოსასწორებლად ტექნიკოსთა ჯგუფი მუშაობს. მელაძე აღნიშნავს, რომ ეჭვს ბადებს სერვერის გათიშვის დრო, რადგან გამთენიისას არხი მექანიკური მაუწყებლობის რეჟიმზე იყო და შენობაში არავინ იმყოფებოდა.