"თვითონ გადავარდა" - მამუკა მდინარაძე „მთავარი არხის" ოპერატორზე

პუბლიკა

მამუკა მდინარაძის თქმით,  რომ „მთავარი არხის” ოპერატორი ლევან აბოლთია აივნიდან თავად გადავარდა.

„ბექა ყორშია და მისი ოპერატორი მივიდნენ ქარელის ოფისში, ბექა ყორშია ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას, კიტხულობდნენ ჩლიქოსანს, ასე აყენებდნენ შეურაცხყოფას, და მას სემდეგ რაც გამოაძევეს, მართლაც იყო იქ სიტყვიერი დაპირისპირება. უკუ სვლით ტოვებდა იპერატორი შენობას, კიბის ბაქანზე წამოედო მოაჯირს და გადავარდა და დაეცა კიბის საფეხურებზე. ეს არ იყო დიდი სიმაღლიდან ვარდნა”. – ამბობს მდინარაძე.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ არანაირი ფიზიკური შეხება ოპერატორთან არ ყოფილა.

ამასვე ამბობს ქარელის „ოცნების” რეგიონული მდივანი: ,,ტელეკომპანია ,,მთავარის“ გადამღები ჯგუფი ოფისში შემოიჭრა და ყოველგვარი შეთანხმების გარეშე ახდენდა გადაღებას, თუმცა, ამის მიუხედავად, ოპერატორზე ან ჟურნალისტზე არანაირ ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, ოპერატორი აივნიდან, რომელსაც საკმაოდ დაბალი მოაჯირი აქვს, თავად გადავარდა, როცა კადრებს იღებდა და უკანსვლით მიდიოდა“.

„მთავარი არხის” ცნობით, ქარელში, “მთავარი არხის” ოპერატორი “ოცნების” ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს.

ჟურნალისტ ბექა ყორშიას ცნობით, ოპერატორი ოფისის აივნის მოაჯირიდან გადმოაგდეს. მისი ინფორმაციით, რომელიც ექიმის ვარაუდს ეყრდნობა, ოპერატორს  ფეხი აქვს მოტეხილი და მხარი აქვს დაზაიანებული. ოპერატორი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მათ ახლა შეიტყვეს მომხდარის შესახებ და გარკვევის შემდეგ გვიპასუხებენ.

ჟურნალისტის თქმით, მათ გადაღებული აქვთ, როგორ დაესხნენ თავს „ქართული ოცნების” წევრები. ფიზიკურად შეეხნენ თავად ჟურნალისტსაც.