უახლოეს საათებში კლინიკას დაახლოებით 15 პაციენტი დატოვებს - ლევან რატიანი

პუბლიკა

„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს 15-მდე პაციენტი დატოვებს“, – ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

„ამ ეტაპზე კლინიკაში 104 პაციენტი გვყავს, მათგან კოვიდ ინფიცირებული 86 ადამიანია. დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან 17 უარყოფითი პასუხი მივიღეთ. დანარჩენსაც ველოდებით და უახლოეს საათებში დატოვებს 15 პაციენტი კლინიკას. რეანიმაციაში 8 პაციენტი გვყავს და ახალი არ დამატებია. გუშინ გითხარით, რომ კრიტიკულია 3 იყო. დღეს რჩება ორი, ერთის მდგომარეობა გაუმჯობესებულია”, – განაცხადა ლევან რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 6-ით გაიზარდა. მონაცემები დილით stopcov.ge-ზე განახლდა.

განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 431;
  • აქედან, გამოჯანმრთელებული – 114;
  • გარდაცვლილი – 5;
  • კარანტინის რეჟიმში – 5126;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 578;
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.