უკანონო ქმედებაა, პლაკატების ჩამოხსნას უზრუნველყოფს „თბილსერვის ჯგუფი“ - მერია

პუბლიკა

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მოქალაქეთა ჯგუფმა თვითნებურად გააკრა პლაკატები და დაამახინჯა ქალაქის იერსახე, რაც უკანონო ქმედებაა.

„აღნიშნული პლაკატების ჩამოხსნას უზრუნველყოფს „თბილსერვის ჯგუფი“, ხოლო რაც შეეხება კანონდამრღვევთა დაჯარიმებას, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში“,- ნათქვამია განცხადებაში.

პლაკატები წარწერით – „არა ნაცებს, არა ბოროტებას!” თბილისის ქუჩებში გამოაკრეს.  პლაკატებზე გამოსახულნი არიან პოლიტიკოსები, მედია ორგანიზაციების მენეჯერები, სამოქალაქო აქტივისტები.