უკრაინაში შეჭრიდან 3 წლის თავზე ევროკავშირმა რუსეთის სანქციების მე-16 პაკეტი დაამტკიცა.
პაკეტი მოიცავს ეკონომიკურ და ინდივიდუალურ საქნციებს.
კერძოდ:
სანქცირებულთა სიას შეემატა 48 ინდივიდიალური პირი და 35 ორგანიზაცია, რომელთა ქმედებებმა ძირი გამოუთხარა ან საფრთხე შეუქმნა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.
დამატებით, ევროკომისია ნებას რთავს ევროკავშირს, შემზღუდავი ზომები დაუწესოს ცალკეულ ადამიანებს და კომპანიებს, რომლებიც ოპერირებენ პუტინის ჩრდილოვანი საზღვაო ფლოტის ფარგლებში, ასევე იმათ, ვინც მხარს უჭერენ ან ხელს უწყობენ რუსეთის სამხედრო და ინდისტრიულ წარმოებას.
ჩრდილოვანი ფლოტი
სანქციერებულთა სიას დაემატა 74 გემი ჩრდილოვანი ფლოტიდან. სანქციები ეხება გემებს, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს ნავთობის გადაზიდვაში, ასევე ეხმარებიან რუსეთის ემერგეტიკულ სექტორს. სანქცირებულთა სიაში მოხვდა ის ტანკერები, რომლებითაც რუსეთს იარაღი ან მოპარული უკრაინული მარცვლეული გადააქვთ. ახლა ჯამში სანქცირებული ტანკერების რაოენობა 153-ია.
საფინანსო სექტორი
ევროკავშირმა პირველად დააწესა ტრანზაქციების აკრძალვა იმ საკრედიტო და ფინანსურ ინსტიტუტებში, რომლებიც დაფუძნებულები არიან რუსეთს მიღმა და იყენებენ რუსეთის ცენტრალური ბანკის გადარიცხვის სისტემა SPFS-ს.
ასევე, ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, 13 რეგიონულ ბანკზე გაგრძელდეს სპეციალური ფინანსური შეტყობინებების სერვისების აკრძალვა.
ევროკავშირის საბჭომ სანქცირებულთა სიას დაამატა 53 ახალი იურიდიული პირი, რომლებიც პირდაპირ ეხმარებიან რუსეთის სამხედრო ინდუსქტიას უკრაინის წინააღმდეგ ომში. ამ კომპანიების მესამედი რუსულია, სხვები კი მდებარეობს შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი, ინდოეთი, ყაზახეთი, სინგაპური, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული ემირატები და უზბეკეთი).
სანქციების ამ პაკეტით იზრდება სია იმ ნივთებისა, რომლებიც ეხმარება რუსეთის თავდავისა და უსაფრთხოების სექტორის ტექნოლოგიურ გაძლიერებას და რუსული სამხედრო სისტემების წარმოებას.
სანქციები ვრცელდება იმ საქონელსა და მათ ტრანზიტზე, რომლებიც ხელს უწყობს რუსეთის სამრეწველო შესაძლებლობებს (ქიმიური ნივთიერებები, პოლიეთილენი და რეზინი). შეზღუდვები გავრცელდება ალუმინის პირდაპირ იმპორტზეც.
მაუწყებლობის აკრძალვა
დღევანდელი გადაწვეტილებით, ევროკავშირში მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერდება 8 რუსულ მედიას, რომელსაც რუსეთი აკონმტროლებს: EADaily / Eurasia Daily, Fondsk, Lenta, NewsFront, RuBaltic, SouthFront, Strategic Culture Foundation, და Krasnaya Zvezda/Tvzvezda.
ევროკავშირი მიუთითებს, რომ ამ მედიებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის წინსვლასა და მხარდაჭერაში, ასევე, მეზობელი ქვეყნებისა და ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების დესტაბილიზაციის მცდელობაში.
ეს ზომები ამ მედიების წარმომადგენლებს ხელს არ შეუშლის, იმუშაონ, ჩაწერონ ინტერვიუები და სხვა. აკრძალულია მხოლოდ მაუწყებლობა.
სანქციები ასეევ შეეხება პორტებს, ავიაციას და საქონლისა და ტექნოლოგიების იმპორტს. ტექნოლოგიების ნაწილი უკავშირდება ნავთობისა და გაზის მოპოვებას.