უკრაინის რადამ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ რეზოლუცია მიიღო

პუბლიკა

უკრაინის რადამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ ინიციირებულ რეზოლუციას 311-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

რეზოლუციით რადა მიმართავს საქართველოს, ევროპარლამენტს, ევროკომისია, ევროკავშირის საბჭოს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და ევროკავშირის წევრი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს, რომ საჭიროა მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

დეპუტატები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ სააკაშვილს, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, შესაბამისი სამედიცინო სერვისი მიაწოდონ და მისცენ მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება.