უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრა „ჯორჯიან ეარვეისის” სანქცირების საკითხის გამო შედგა - საგარეო

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა.

უწყების ცნობით, შეხვედრის მიზანს უკრაინის ხელისუფლების მიერ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის” სანქციების სიაში შეყვანის საკითხი წარმოადგენდა.

„შეხვედრაზე გამოიხატა შეშფოთება აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, რომელიც ქართული მხარის შეფასებით საფუძველს მოკლებულია.

უკრაინულ მხარეს ეთხოვა განმარტებები აღნიშნულთან დაკავშირებით. ქართული ავიაკომპანიის დასანქცირების გამო შეშფოთება დააფიქსირა ქ. კიევში საქართველოს ელჩმაც, “- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც „პუბლიკას“ უწყებიდან მიაწოდეს.